LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა ლატარიაში „ცხელი“ Mitsubishi მოიგო და მეორე დღესვე დაამტვრია

56
carnews45

სამხრეთ უელსის მკვიდრმა ადამ გრიფიტსმა ლატარიაში წითელი ფერის Mitsubishi Lancer Evolution მოიგო. თუმცა, სპორტქარის ფლობისგან მიღებული სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა და გამარჯვებულმა სედანი მეორე დღესვე დაამტვრია.

ლატარიის მთავარი პრიზი Mitsubishi Lancer Evolution–ის ბრიტანული ვერსია იყო, მოდელი რომელიც 2 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავითაა აღჭურვილი და 320 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ლატარიის ორგანიზატორთა განცხადებით, მართალია ავტომობილს გარკვეული გარბენი ქონდა, თუმცა ისე იყო განახლებული რომ ახალთახალ სპორტქარს ჯობდა.

გარდა სპორტქარისა, გამარჯვებულმა ადამ გრიფიტსმა 1000 ფუნტიც მიიღო, რომელიც სამომავლოდ ასევე ავტომობილს უნდა მოხმარებოდა. თუმცა, მამაკაცმა ფულის დახარჯვა ვერ მოასწრო. მეორე დღესვე ის სერიოზულ ავარიაში მოხვდა და მანქანა ჯართის გროვად აქცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა და მისი მონაწილეები თითქმის შეუმჩნეველი ნაკაწრებით გადარჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g