მართალია, ბრიტანეთში დიდი ხანია ბინადრობენ ორი ტიპის – წითური და ნაცრისფერი ციყვები, მაგრამ კრის ედინგტონმა პეტშირის საგრაფოდან, საკუთარ ბაღში კომფორტულად მოწყობილი თეთრი ციყვიც აღმოაჩინა, რომელიც სინამდვილეში წითურთა ტიპს მიეკუთვნება, თუმცა იშვიათი დაავადებით – ლეიკიზმით და ალბინიზმის მსგავსი სიმპტომები იტანჯება.
ედინგტონის წყალობით ციყვი სპეციალისტებმაც მოინახულეს, რომელთაც დაადასტურეს, რომ ყურების ფორმით და მცირე ზომის ტანით მღრღნელი მართლაც წითურთ ციყვთა წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ ლეიკიზმის წყალობით თეთრად შეფერილი ციყვი მხოლოდ ბეწვის შეფერილობით გამოირჩევა დანარჩენებისგან, თუმცა ალბინოსისგან განსხვავებით ნაკლებად უჩივის თვალებს და მხედველობას.
A Tayside resident was taken by surprise when he spotted an unfamiliar animal in his garden during lockdown – a rare white red squirrel.
Read the full story here: https://t.co/nwibgMD7oc
? Chris Eddington pic.twitter.com/exvp1VsU22
— Saving Scotland’s Red Squirrels (@ScotSquirrels) May 7, 2020