როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა საკუთარ პროგნოზზე საუბრობს და უახლეს მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უახლოეს 2-3 კვირაში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები გაძლიერდება.
“აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გაძლიერდება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში, რადგან რუსეთი აგრძელებს იქ ძალისხმევის ფოკუსირებას.
რუსეთის სამიზნე კვლავ უკრაინული ძალების პოზიციებია, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად არის დისლოცირებული”, – აღნიშნულია “ტვიტერში” გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბრძოლა ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებშიც გაგრძელდება. ამავე ცნობით, რუსი სამხედროების შეტევა კრამატორსკის მიმართულებითაც განახლდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 12 April 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/kt8tMUxq3P
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/vGy3y0iSjJ
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) April 12, 2022