დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, როგორც ჩანს, რუსეთმა ირანიდან დრონების ახალი პარტია მიიღო.
განახლებული ინფორმაციის თანახმად ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ირანის მიერ, უპილოტო საფრენი აპარატებით ცალმხრივად თავდასხმების შესახებ, ცნობები პირველად დაფიქსირდა.
ოლექსი დანილოვი: უკრაინელი მებრძოლები ირანული დრონების 85-90%-ს ანადგურებენ
მისი თქმით, უკრაინა „კამიკაძე“ დრონების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ საჰაერო თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებულ შეტყობინებაზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს.
როგორც დაზვერვა ამბობს, ეს ცნობები, ჯერ კიდევ გადასამოწმებელია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ რუსეთმა თავისი წინა მარაგი – რამდენიმე ასეული შაჰედ-131-ისა და 136-ის ამოწურა და ახალ ახალი პარტია მიიღო.
განახლებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის 6 დეკემბერს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა, გაავრცელა ინფორმაცია 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ, მათ შორის 14 შაჰედ-136-ის.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ირანის მიერ მიწოდებული OWA უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ, რომელთა სამიზნეც ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქს ისახავდა.
ცნობისთვის, რომ ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში შეიძინა და მას შემდეგ უკრაინაში აქტიურად იყენებს.
„ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნის, ომის დასრულება სურს“ – ირანის საგარეო უწყება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში