LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს მიაღწია

73
რუსები უკრაინის საზღვრებთან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

3 ივნისს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეასე დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზანს – კიევის და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების დაპყრობას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და დონბასზე კონცენტრირებული გახადა.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს ტაქტიკური წარმატება და რუსი სამხედროები შეტევების დროს ტემპს და ინიციატივას ინარჩუნებენ.

ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ზე მეტს და უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, სრული კონტროლიც მოიპოვოს, თუმცა, დიდი რესურსის დახარჯვითა და ძირითადი საშუალებების ერთ პატარა მონაკვეთზე კონცენტრაციით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის ძალებმა ვერაფერი შეძლეს და თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ.

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები