LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინამ სამხრეთით, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა გაზარდა – ზუსტი თავდასხმები ხელს უშლის რუსეთის ძალების მოქმედებას

62
უკრაინის ჯარი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფმა 29 აგვისტოს ქვეყნის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე საარტილერიო შეტევების ინტენსივობა გაზარდა.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინელების ზუსტი თავდასხმები ხელს უშლის რუსეთის ძალების მოქმედებას, თუმცა უკრაინის მიღწევის მასშტაბის განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია.

„აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთმა ხერსონის ოლქში დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე ქვედანაყოფების გაძლიერება დაიწყო. სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია, სავარაუდოდ, გაძლიერდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე არმიასთან შეერთების გამო.

არსებობს რეალური ალბათობა, რომ რუსეთი რამდენიმე ნახევრად დამოუკიდებელი ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციას ცდილობდა, რამაც ომის დასაწყისში მათ წარუმატებლობას ხელი შეუწყო.

თუ უკრაინა სამხრეთით თავდასხმით ოპერაციებში წარმატებას მიაღწევს, ეს რუსეთის თავდაცვისთვის საკვანძო ფაქტორი იქნება.“ – ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინაში მიმდინარე უახლეს ცნობებს ვრცლად გაეცნობით:

CNN: რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს

რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს: ალექსანდრ სტარუხი

უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

ზელენსკი: უნდა დაივიწყოთ ლეგენდა ძლიერი რუსეთის შესახებ, ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები