უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ლეგენდა „ძლევამოსილი რუსეთის“ შესახებ უნდა დავივიწყოთ.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ისინი არ არიან ისეთი ძლევამოსილნი, როგორც წითელ წიგნებში წერდნენ ბოლო 100 წლის განმავლობაში. როცა ეს ქვეყანა ძლიერი იყო, სსრკ-ში შედიოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. დიდი სახელმწიფოს შესახებ ლეგენდა უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ამას ბრძოლის ველზე ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეკითხვას შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება სურს.
„მათ არ სურთ მოლაპარაკებები. მათი გაგებით, ეს არის ულტიმატუმი, რომელშიც უნდა ვაღიაროთ, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთის ტერიტორიებია. მათ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ უკრაინამ ასევე უნდა აღიაროს სამხრეთი რუსეთის ტერიტორიებად მას შემდეგ, რაც იქ რაიმე სახის „რეფერენდუმი“ ჩატარდება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.