ბრიტანეთის დედოფალმა COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთა. ელისაბედ მეორესთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა მისი მეუღლეც.
ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვნებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაცია 40 ქვეყანაში მიმდინარეობს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 90 მილიონს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით თითქმის 2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64 მილიონს გადააჭარბა.