LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ელჩი გუგუტიანთკარში ოკუპანტების ქმედებებზე: ეს უნდა დასრულდეს!

179
1542806572-რრრ-1024x619

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაქკენზი-სმიტი გუგუტიანთკარში გააქტიურებულ მცოცავ ოკუპაციას ეხმიანება.

ელჩი ამბობს, რომ მავრთულხლართების დამატებით დამონტაჟება, მხოლოდ ადგილობრივებისთვის დისკომფორტის შექმნას ემსახურება.

„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში, რუსეთი დამატებით მავთულხლართებს ავლებს. ოჯახებისთვის სირთულეების შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობის დაყოფის გარდა, ეს ქმედება არაფერს ემსახურება. ეს უნდა დასრულდეს“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი ტვიტერზე.

 

რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი 

ვოლსკის აზრით, ოკუპანტების ქმედებები გუგუტიანთკარში, სააკაშვილის ბრალია

რაც შეეხება ე.წ. საზღვრებს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს სუსტი კონსტრუქციაა.

სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ ბისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. აღნიშნული სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.

magti 5g