LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის მარეგულირებელმა 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” გამოყენების ნებართვა გასცა

71
Untitled design

დიდი ბრიტანეთი ვაქცინაციის კამპანიაში მორიგ ნაბიჯს დგამს – ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ “ფაიზერის” ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა, თუმცა ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა იმუნიზაციის პროცესი ამ ასაკობრივ ჯგუფში.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ ასაკში ამ ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია და რომ მისი სარგებელი აღემატება ნებისმიერ რისკს.

დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე, “ფაიზერის” ვაქცინით 16 წელს ზემოთ პირებს ცრიან.

12-დან 15 წლამდე მოზარდებში “ფაიზერის” ეფექტიანობის შესახებ ჯერ კიდევ მარტში განაცხადეს.

მაშინ კომპანიამ კვლევის პირველადი შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც კოვიდვაქცინამ ცდისპირებში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

12-15 წლის მოზარდებში ვაქცინამ 100 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა: კომპანია “ფაიზერი”

კომპანიაში ამბობენ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდების აცრა, იქნება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შესაძლებელი გახდება, საზოგადოებამ უფრო მალე მიაღწიოს კოლექტიურ იმუნიტეტს.

დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთო. მოსახლეობის აცრა სწორედ “ფაიზერის” ვაქცინით, გასული წლის დეკემბერში დაიწყო.

რაც შეეხება თავად “ფაიზერის” ვაქცინას, ყველაფერი აქედან დაიწყო  ➥  ვაქცინა, რომელმაც 90%-ზე ეფექტიანად იმოქმედა: პოზიტიური სიახლე კორონას სამყაროში

 

პოპულარულები