LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პარლამენტის თანამშრომლებს ეკითხებიან, მათი მამა ქალია თუ კაცი

126
_methode_times_prod_web_bin_c835afa4-80c0-11ed-ab78-11b70ed96428

როგორც გამოცემა The Times წერს პარლამენტის ახალ თანამშრომლებს, რომლებიც უსაფრთხოების საშვის მისაღებად განაცხადს შეავსებემ, ეკითხებიან მათი მამა კაცია თუ ქალი.

ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უესტმინსტერის საშვი დასჭირდება, ვალდებულია თავისი მშობლების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს, მათი სახელების, დაბადების თარიღის და მოქალაქეობის ჩათვლით.

ცოტა ხნის წინ მიღებული ცვლილების შემდეგ კი მთავრობა არა მხოლოდ ამ ინფორმაციას, არამედ მშობლების გენდერული იდენტობის დაზუსტებასაც ითხოვს.

ფორმაში არის გრაფა, სადაც ბიოლოგიური მამის ინფორმაციას და მის სქესს ითხოვენ.

სავარაუდო პასუხები მდედრობით, მამრობით და „სხვას“ მოიცავს და კითხვის უგულებელყოფა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g