LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პარლამენტმა მომავალ კვირაში შესაძლოა, ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი

244
_123189257_mediaitem123189254

მომავალ კვირაში გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი ნიუსი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონს „კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უცხადებს უნდობლობას, მათგან 28 პრემიერის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.

გასულ კვირაში ამ სკანდალთან დაკავშირებით ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ, სუ გრეიმ ანგარიში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g