LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

59
Capture

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ომის პირველი დღიდან გაერთიანებული სამეფო და მისი ხელისუფლება უკრაინის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერები არიან.

“ომის პირველი დღეებიდან უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მივაღწევთ სასურველ შედეგს”,- წერს ზელენსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ლიდერებმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g