პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ „მინი თაფლობისთვე“ იტალიაში, კომოს ტბაზე ჯორჯ კლუნის ვილაზე გაატარეს. სამეფო წყვილი, რომელიც დიდი ხანია მეგობრობს კლუნისა და მის მეუღლესთან, გასულ კვირას სულ რამდენიმე დღით ეწვია ვარსკვლავურ ოჯახს.
იტალიური მედიის ცნობით, ჰარიმ და ჯორჯმა სიამოვნებით ითამაშეს კალათბურთი, მერე კი, დიდხანს ირუჯებოდნენ აუზზე, მეგანი კი, სიხარულით ეხმარებოდა ამალს 10 თვის ტყპების ელასა და ალექსანდრეს მოვლაში. როგორც აღმოჩნდა, სასექსის ჰეცოგისა და ჰერცოგინიას ვიზიტისას, კლუნის ვილას ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტები და იტალიური პოლიცია იცავდა.