LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ოჯახმა გაამხილა, თუ როგორ ახერხებს 22 ბავშვის გამოკვებას

75
bigfamilynews201012

დიდი ოჯახის გამოკვება მარტივი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ოჯახი 24 წევრისგან შედგება.

სწორედ ამდენი წევრი ყავს ბრიტანეთში რეკორდულ, რედფორდების ოჯახს.

რედფორდები თავს პატარა საცხობით ირჩენენ,  ასევე მათ YouTube–ზე არხიც აქვთ, სადაც 229 000 გამომწერს „ბიუჯეტურად მზარეულობას“ ასწავლიან.

და მაინც, როგორ ახერხებენ 45 წლის სუ და 49 წლის ნოელი, რომ ამდენ ბავშვს საჭმელი აჭამონ და თან ბანკის ვალებიც არ აიღონ ?!

„საბედნიეროდ პრეტენზიული მჭამელები არ გვყავს, ვამზადებთ ერთ კერძს და მას ყველა მიირთმევს“ – უთხრა სუმ გამოცემა Closer-ს. მრავალშვილიანი დედა ყოველ დღე დადის ბაზარში, სადაც ხორცსა და ბოსტნეულს ადგილობრივი გამყიდველებისგან შეღავათიან ფასად ყიდულობს.

გარდა ამისა, მშობლები სხვადასხვა მაღაზიების აქციებს აკვირდებიან და კუპონებსაც ხშირად იყენებენ. ისეთ ნივთებს კი როგორიცაა სარეცხის ფხვნილი თუ ტუალეტის ქაღალდი, ყოველთვის საბითუმო მაღაზიებში ყიდულობენ. ოჯახი ცდილობს რესტორნებსა და კაფეებში კვებას მოერიდოს და ბავშვებს სახლიდან გასვლისას ლანჩ–ბოქსები ყოველთვის თან აქვთ.

„პროდუქტების შესაძენად კვირის განმავლობაში დაახლოებით 250 ფუნტს ვხარჯავთ, რაც ჩვენი ზომის ოჯახისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია“ – განაცხადა მამამ.

„ყოველ დღე ორ დიდ პაკეტ ვაშლს, ერთ შეკვრა ბანანს და ამდენივე ფორთოხალს მივირთმევთ“ – დაამატა ნოელმა.

სუ და ნოელი – კრისის (31 წლის), სოფიას (26 წლის), ქლოეს (25 წლის), ჯეკის (23 წლის), დენიელის (21 წლის), ლუკის (20 წლის), მილის (19 წლის), ქეითის (17 წლის), ჯეიმსის (16 წლის), ელის (15 წლის), ემის (14 წლის), ჯოშის (13 წლის), მაქსის (11 წლის), ტილის (10 წლის), ოსკარის (8 წლის), კასპერის (8 წლის), ჰეილის (5 წლის), ფიბის (4 წლის), არჩის (3 წლის), ბონის (1 წლის) და ჰეიდის (6 თვის) – ბედნიერი  მშობლები არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g