LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ბენზინზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება

189
Gett-Electric-2-916x623

2030 წლიდან, გაერთიანებულ სამეფოში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება. მთავრობის განცხადებით, ქვეყანა გადავა ელექტროავტომობილებზე, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. „ევრონიუს ჯორჯიას“ ინფორმაციით, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ცვლილებებს ფეხს უწყობენ, თუმცა უცნობია, რამდენად მოასწრებენ ისინი წარმოების გადაწყობას.

„ავტოინდუსტრიაში, ბოლო ასი წლის განმავლობაში, ეს ყველაზე დიდი ცვლილებაა. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მთლიანად ელექტროენერგიაზე ათიდან მხოლოდ ერთი მანქანა მუშაობს. მანქანის ახალი მოდელის წარმოებას საშუალოდ 7 წელი სჭირდება. ამიტომაც კომპანიებმა აქტიურად უნდა დაიწყონ მომზადება,“ – აცხადებს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი დეივიდ ბეილი.

თუმცა, ამ ამბიციურ გეგმას უარყოფითი მხარეებიც მოჰყვება. ევროპულმა კომპანია „სტელანტისმა“ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნები ზედმეტად მკაცრია – ამის გამო, მათ ინგლისში „ოპელისა“ და „ვოქსჰოლ ასტრას“ მწარმოებელი ქარხნების დახურვა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g