LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ახალბედა მძღოლებისთვის: ის, რასაც ვერ ისწავლით ავტოსკოლაში

1595
Untitled-2 (3)

მართალია ავტომობილის დანიშნულება ადამიანის კომფორტზე ზრუნვაა, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა არ უნდა იზრუნოს საკუთარ ავტომობილზე. მეტიც, ახალი ავტომობილი ახალი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს თითოეული მომხმარებლისათვის. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება განიცდის ცვეთას, ამ საკითხის შეძლებისდაგვარად თავიდან ასარიდებლად კი ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი დეტალები და გამოიმუშაოს ისეთი ჩვევები, რომლებიც ავტომობილს გამართულად ფუნქციონირებაში დაეხმარება.

გთავაზობთ მოგოს რჩევებს ახალბედა მძღოლებისათვის:

ზეთის გამოცვლა

წარმოიდგინეთ, რომ ზეთი იგივეა მანქანის ფუნქციონირებისთვის, რაც წყალი ადამიანის არსებობისთვის. იმისთვის, რომ ავტომობილმა დიდხანს და გამართულად იფუნქციონიროს, დაახლოებით, ყოველი 8000-12000 კილომეტრის გავლის შემდეგ, აუცილებელია მძღოლმა მანქანაში შეცვალოს ზეთი. ეს პროცესი უნდა იყოს რეგულარული. გასათვალისწინებელია ზეთის ხარისხიც.

საბურავების წნევის კონტროლი და მათი ბალანსირება

ავტომობილის ფუნქციონირებისთვის ასევე ერთ-ერთი უმთავრესია მანქანის ბორბლები. აუცილებელია მათი კონტროლიც. კერძოდ, პერიოდულად უნდა შემოწმდეს საბურავების წნევა და ყოველი 8000-10000 კმ-ს გავლისას საბურავებს უნდა გაუკეთდეს ბალანსი. ეს უზრუნველყოფს საბურავების თანაბარ ცვეთას. ამგვარად, ისინი უფრო დიდხანს ძლებენ, მომხმარებელი კი თავიდან აირიდებს დამატებით ხარჯს.

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ მოგოს ბლოგი, თუ როგორ შეარჩიოთ სასურველი მანქანის მოდელი.

სამუხრუჭე ხუნდების ცვლა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი დეტალი არის სამუხრუჭე ხუნდების ცვლა, დაახლოებით, ყოველი 30 000 კილომეტრის გავლის შემდეგ. გამძლე და ახალ მდგომარეობაში არსებული ხუნდები აუცილებელია მანქანის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობისათვის.

სეზონის შესაბამისი საბურავების მორგება

ავტომობილის უსაფრთხოდ მოძრაობისთვის, იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ საბურავების ცვეთა, მოცურების რისკი, დისკის დაზიანება თუ სხვა, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი საბურავის შერჩევას. თითოეული ტიპის საბურავს აქვს განსხვავებული სისქე, ზედაპირის განსხვავებული ფორმის ჭრილი, რომელიც ხახუნის ძალას განსაზღვრას. ზაფხულსა და ზამთარში განსხვავებული ტემპერატურის, ასფალტის სიმხურვალის ან მოყინვის დიდი ალბათობის გამო საჭირო ხდება ზამთრის ან ზაფხულის საბურავის დაყენება.

დამჯდარი ნათურის ცვლილება

ფარების კარგი განათება აუცილებელია ღამე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად. დამჯდარი ნათურები კი ამ ნაწილში მეტად ხელის შემშლელია. გარდა უსაფრთხოებისა, დამჯდარი ნათურები შეიძლება ჯარიმის გამომწვევიც გახდეს. სინამდვილეში კი, ნათურის შეცვლა ძალიან მარტივი პროცესია, არ საჭიროებს მანქანის ხელოსანთან მიყვანას, დამოუკიდებლადაც მარტივად გაუმკლავდება ამ პროცესს ნებისმიერი მძღოლი.

ავტომობილის შემზადება ზამთრისთვის

ზამთარში განსაკუთრებული მომზადება ესაჭიროება ავტომობილს. საბურავების შეცვლის გარდა, აუცილებელია მძღოლი  დარწმუნდეს რომ მწყობრშია ანტიფრიზი, აალების სანთლები და სამუხრუჭე სითხე. ნახეთ სტატია: რომელ ავტომობილებს გირჩევთ მოგო ზამთრისთვის.

ჰიგიენა და მანქანაში სისუფთავის შენარჩუნება

აუცილებელია მანქანის ხშირი რეცხვა იქნება ეს სალონი, თუ გარე ნაწილი. გასაწმენდი და გასარეცხი მანქანა კიდევ უფრო მეტ სიბინძურეს მიიკრავს და შეიძლება რაიმეს დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

მნიშვნელობით გამოვყოთ სარკეების სისუფთავე. მნიშვნელოვანია, რომ წინა და უკანა ხედვის სარკეები მუდმივად იყოს სუფთა. სარკეების სისუფთავე მძღოლს ეხმარება გზების და თავად ავტომობილის უკეთ კონტროლში. გასაწმენდმა სარკეებმა შეიძლება ბევრი არასასურველი შემთხვევა გამოიწვიოს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გამოვყოთ სალონის სისუფთავეც. სუფთა, კარგად შენახული, ლაქების, დამწვრობისგან თუ დახეული არეებისგან დაცული სალონი კიდევ უფრო ინარჩუნებს მანქანის ღირებულებას. სუფთად შენახული სალონი მანქანის მაღალი ფასის შენარჩუნებაში ეხმარება მძღოლს.

იხილეთ ჩვენი სტატია: ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან. ასევე მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სატვირთო მანქანების ლიზინგი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები