LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ელექტროქარების დაზღვევა ძვირდება, რატომ?

110
mercedess

დიდ ბრიტანეთში ელექტროქარების დაზღვევა გაძვირდა. Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს თითქმის 50%-იან ზრდას, რაც 2023 წელს დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკური ელექტროქარის დაზღვევა 1344 ფუნტი სტერლინგი ეღირება, რაც ბენზინის ან დიზელის ავტომობილებზე ორჯერ ძვირია.

სადაზღვევო კომპანიები ირწმუნებიან, რომ პოლისის თანხა პრეტენზიების სიხშირეს და სარემონტო ნაწილების ღირებულებას უკავშირდება.  ელექტრომობილებისთვის გადასახადი კი ამა თუ იმ შემთხვევის შედეგად 35%-ით უფრო მეტია, ვიდრე ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩენილი შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილისთვის. გარდა ამისა, თავად სარემონტო სამუშაოებიც ბევრად მეტ ხანს გრძელდება, რადგან საჭირო დეტალების სიმცირეა და გამოცდილი სპეციალისტებიც არ არიან ბევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები