LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

339
0-Coronavirus-Thu-Oct-22-2020

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით – გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევით სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვაქცინაციის ცენტრში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, არასწორია აპელირება იმაზე, რომ ეს ახალი ვარიანტი სხვებთან შედარებით მსუბუქია. ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, „ომიკრონის“ შედეგად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

ვირუსის გავრცელების პარალელურად, ბრიტანეთში 18 წლიდან ზემოთ მოქალაქეებს „ბუსტერ“ დოზებს სთავაზობენ. გაიხსნა დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები.