ბრიტანული გამომცემლობა „დეილი მეილის“ შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა, ერთ-ერთ ოთახში საეჭვო შეკვრა შენიშნეს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. „ინდეფენდენთის“ ცნობით, „დეილი მეილის“ თანამშრომლების ნაწილი ახლა შესასვლელში დგას, ნაწილი კი შენობას ტოვებს. ამავე შენობაში სხვა გამოცემების ოფისებიც მდებარეობს – Evening Standard, Metro, The Independent .