LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა კომპანიამ გაარკვია, თუ რომელი ჩაია ჯანმრთელობისთვის საშიში

104
fluoride_in_tea_-_cup_of_tea_1

ჩაის მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ Newby Teas, გამოაქვეყნა ყოველწლიური გლობალური ანგარიში დამოუკიდებელი კვლევის შედეგებით, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ბაზარზე არსებული ჩაის ნახევარზე მეტი შესაძლოა შეიცავდეს ფთორიდების ზედმეტ რაოდენობას, რაც ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანოა. კვლევა 2018 წლიდან საერთაშორისო ლაბორატორიის Eurofins Analytical Services-ის მონაწილეობით ტარდება და მოიცავს ევროპის, აზიისა და აშშ-ის ჩაის წამყვან ბრენდებს.

ჩაის ნიმუშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ფთორიდების დონე რიგ პოპულარულ ბრენდებში 6.9-7.5 მილიგრამს აღწევს,  რაც ორჯერ აღემატება ჯანმოს რეკომენდებულ ნორმას (3-4 მგ დღეში ზრდასრული ადამიანისთვის). მაგალითად, Newby Teas-ის ჩაის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლები აქვს – 0.54–2.5 მილიგრამის დიაპაზონში, ჩაის ტიპის მიხედვით. ანგარიშის მიხედვით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ინდოეთში, სადაც აუქციონებზე შეძენილი ჩაის დაახლოებით 40% საზიანოდ არის აღიარებული ფტორიდებისა და სხვა ნივთიერებების ზედმეტი შემცველობის გამო.

ანგარიშში ასევე დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ გროვდება ფთორიდი ჩაის მცენარის Camellia Sinensis-ის ფოთლებში და როგორ აკეთებენ გადამუშავებული და უხარისხო ფოთლისგან იაფფასიან ჩაის. ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს: იწვევს ფლუოროზს, ძვლების სისუსტეს, კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას და გულის-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებსაც კი.

„ჩვენ ამ საქმეს 2017 წელს მოვკიდეთ ხელი, როცა პირველებმა ვისაუბრეთ ფთორიდების ჭარბი რაოდენობის ფარული საფრთხის შესახებ. დღესაც ვაგრძელებთ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას. ეს ანგარიში უბრალოდ დოკუმენტი არ არის – ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მსოფლიოს მილიონობით ადამიანის წინაშე“, -აღნიშნა Newby Teas-ის დამფუძნებელმა ნირმალ სეთხიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები