ბრიტანულმა კომპანია Lister Cars თავისი პირველი ახალი მოდელი წარადგინა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ავტომობილი, სახელწოდებით Thunder კუპე Jaguar F-Type SVR-ის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს და აღჭურვილია 675 ცხენის ძალიანი ძრავით.
სიახლისთვის ახალი წინა ბამპერი შეიმუშავეს, ასევე მიიღო ახალი კაპოტი სავენტილაციო ჭრილებით. კაპოტ ქვეშ დამონტაჟებულია ხუთ ლიტრიანი კომპრესორული ძრავი, რომლის სიმძლავრეც 675 ცხენის ძალაა.
ნულიდან ას კილომეტრს ასეთი ავტომობილი 3,2 წამში კრებს, ხოლო 160 კილომეტრს 6,8 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 335 კილომეტრ/საათია.
Lister Thunder სულ ასეთ 99 ეკზემპლარს გამოუშვებს. ავტომობილის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
Lister Cars 1954 წელს გამოჩნდა და სარბოლ და სპორტულ ავტომობილებს სხვა მარკებისგან მიწოდებული კომპონენტებისგან აწყობდა. 1993 წელს კომპანიამ ბოლო მოდელი ააწყო, 2013 წელს კი საქმიანობა განაახლა და ერთი წლის შემდეგ 1950-ინი წლების სარბოლი როდსტერის Knobbly-ს რეპლიკა ააწყო.






