13 წლის შემდეგ, ბრიტნი სპირსი მამის, ჯეიმი სპირსის მეურვეობიდან განთავისუფლდა. ტერორისა და უამრავი შეზღუდვის შემდეგ პოპ-პრინცესა სემ ასგარიზე გათხოვდა და ახლა ბოლოს და ბოლოს ბედნიერია. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ბრიტნის კვლავ მოუწევს სასამართლო დარბაზში ყოფნა. გამოცემა Page Six-ის ცნობით, 69 წლის ჯეიმი ქალიშვილს უჩივის.
ჯეიმი სპირსი მიიჩნევს, რომ პოპ-ვარსკვლავმა მის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში საშინელი კამპანია წამოიწყო, მისი სახელი შეურაცხყო და რეპუტაცია შეულახა.
„მისტერ სპირსი აგრძელებს საკუთარი თავის შეურაცხყოფასა და უგუნური განცხადების გაკეთებას, რომელიც სავსეა შეცდომებითა და სიცრუით. რაც შეეხება რეპუტაციის შელახვას, მისტერ სპირსმა ეს საკუთარ თავს დიდი ხნის წინ გაუკეთა“, – აცხადებს ბრიტნის ადვოკატი, მეთიუ როზენგარტი.
თავისუფალი და ბედნიერი – უახლესი ფოტოები ბრიტნი სპირსის ქორწილიდან
ბრიტნი სპირსის მამამ ქალიშვილის საძინებელში კამერები დააყენა