მოპოვებული თავისუფლების შემდეგ, პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი მესამედ გათხოვდა, მან ცხოვრება 28 წლის ფიტნეს ინსტრუქტორს, სემ ასგარის დაუკავშირა.
ცერემონიალი არტისტის, ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში გაიმართა, რომლის ღირებულებაც 7 მილიონი დოლარია. ბრიტნის „ვერსაჩეს“ ულამაზესი კაბა ამშვენებდა. წვეულებაზე კი მან წითელი, მინი კაბა მოირგო.
პოპის დედოფალმა და პოპის პრინცესამ საკულტო კოცნა გაიმეორეს – ბრიტნი სპირსის საქორწინო ციებ-ცხელება
40 წლის ბრიტნი სპირსი გათხოვდა – პოპის დედოფალი „ვერსაჩეს“ საქორწილო კაბაში ბრწყინავდა
სტუმრებს შორის ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც არიან: მადონა, პერის ჰილტონი, დრიუ ბერიმორი და სელენა გომესი.
ახლახან, ბრიტნიმ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია და ვიდეო გაავრცელა, სადაც ცერემონიალის სამზადისი და ქორწილის შემდგომი წვეულებაა ასახული.
ბრიტნი და სემი ერთმანეთს ეხუტებიან, ცეკვავენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებიან.