ქსელში ბრიუს სპრინგსტინის ბიოპიკის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა. ცნობილი გახდა, რომ Springsteen: Deliver Me from Nowhere, რომელიც შემსრულებლის 1982 წლის მეექვსე სტუდიური ალბომის – Nebraska შექმნასა და მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული, მსოფლიო კინოგაქირავებაში, 24 ოქტომბერს ჩაეშვება. ლეგენდარულ მომღერალს ბიოგრაფიულ ფილმში 34 წლის მსახიობი, ჯერემი ალენ უაითი განასახიერებს. სერიალების – Shameless და The Bear ვარსკვლავმა კინოსურათისთვის ,,ბოსის” ჰიტები, თავად გადაამღერა.
აღსანიშნავია, რომ ბიოპიკის გამოსვლამდე ორი კვირით ადრე, ეკრანებზე მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი გამოჩნდება. ამ ფაქტს კულუარებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საუბრობენ, რომ დაჯილდოებების სეზონზე საკულტო არტისტების ბიოპიკები ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ.
ცნობისთვის, Michael-ის პრემიერა 18 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა იმ მოტივით გადაიდო, რომ გავლენიანი დაჯილდოებების ნომინანტი გახდეს. ,,მაიკლი” დიდ ეკრანებს, 3 ოქტომბრიდან დაიკავებს. როდის ვიხილავთ კინოსურათის თრეილერს, ჯერჯერობით უცნობია.
ჯერემი ალენ უაითი ბრიუს სპრინგსტინის როლში – პირველი კადრი გადასაღები მოედნიდან
მაიკლ ჯექსონის ბიოპიკის პრემიერის თარიღი გადაიდო – გაიგე მიზეზი