LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის მცხოვრებლებს უფლებას მისცემენ, რომ შინაურ ცხოველებთან ერთად დაიმარხონ

115
dog-walk-c-pixabay-1024x682

ბრიუსელის მოსახლეობა შეძლებს, რომ სურვილის შემთხვევაში შინაურ ცხოველთან ერთად დაიმარხოს. ეს ინიციატივა ერთ-ერთი პუნქტია იმ წესებიდან, რომელიც ცხოველთა უფლებების დასაცავად ჩამოაყალიბეს. სიახლეს ამჟამად ხელისუფლება განიხილავს და ძალაში სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულიდან შევა, წერს Brussels times.

ინიციატივის მიხედვით, ოთხფეხა მეგობართან ერთად დასვენებას მეპატრონე იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ამის სურვილს სიცოცხლეშივე გამოთქვამს. ცხოველი თუ მეპატრონის შემდეგ წავა ამ ქვეყნიდან, საფლავს გახსნიან კიდეც.

ახალი კანონი მოიცავს ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში ცხოველის ბედის განსაზღვრასაც. მოსამართლე კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვეტს, თუ ვინ იზრუნებს ცხოველზე, როგორ დაიფარება მოვლა-პატრონობის ხარჯები.

ბრიუსელი აკრძალვას ცხოველების ბაზრობებზე გაყიდვასაც. ზოგიერთი ჯიშების მეპატრონეებს კი სპეციალური გამოცდების ჩაბარება და სწავლების გავლა მოუწევთ.

ცხოველთა მიმართ აგრესიული ქცევა ციხით დაისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები