LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე: სალომე ზურაბიშვილი

141
Capture

“ბრიუსელში დამხვდა ის რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველომ „ასოცირებულ ტრიოში“ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

“როგორც მოგეხსენებათ დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ.

ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ, შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. ბრიუსელში დამხვდა ის რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე.

გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მიღებაში. ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას.

ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ან პარტიას, არ ჩაუტარებია — არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე,შედეგიც მიიღო.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია, უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად.

საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა. ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g