ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) დღეს განიხილავს საქართველოს იმ ქვეყნების სიიდან ამოღების საკითხს, რომელთაც საზღვრის გადაკვეთისას ვიზა სჭირდებათ და „უვიზო“ ქვეყნების სიაში ჩაწერის საკითხს, ინფორმაციას „ფეისბუქით“ ლევან ბერძენიშვილი ავრცელებს.
“მომხსენებელია მარია გაბრიელი ბულგარეთიდან (ევროპის სახალხო პარტია). კომიტეტის თავმჯდომარეა კლოდ მორაესი დიდი ბრიტანეთიდან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი).
და, ბედისწერის განგებით, ამ ამბავს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება, რომელიც ბრიუსელში ასოცირების კომიტეტის სხდომაზე იმყოფება.
ბრიუსელის დროით 20.00 შეგატყობინებთ შედეგს. უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე დაგვრჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა და ევროკავშირის საბჭოს სხდომა. მოკლედ, ევროკომისიის „კი“ გვაქვს, კიდევ სამი „კი“ გვჭირდება, დღეს — ყველაზე მთავარი,” – წერს ბერძენიშვილი.
