ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის კადრები ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, ქართული დელეგაცია ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
ვინ გაემგზავრა ბრიუსელში პრემიერთან ერთად – პირველ შეხვედრას ღარიბაშვილი შარლ მიშელთან გამართავს
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოში.