ბრიუსელში პოლიციის ორი ოფიცერი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბელგიის პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთ პოლიციელს კისრის, ხოლო მეორეს – მუცლის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული. რაცე ხება მესამე პოლიციელს, მას ცხვირი მაშინ გაუტეხეს, როდესაც თავდამსხმელს დაედევნა.
თავდამსხმელი ფეხის არეშია დაჭრილი და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, თავდამსხმელი, 43 წლის ბელგიის მოქალაქეა.