LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“ – გიორგი გახარია

130
გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს, რომ „ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მიიტანა“. მისიე თქმით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„დღეს ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე ჩვენს ევროპელ პარტნიორებამდე.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოს ევროპული გზა უნდა აღდგეს.

პროგრესულ ლიდერებთან ერთად ჩვენი გზავნილი იყო მკაფიო – საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“ – წერს გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g