LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკ შილდსმა დონალდ ტრამპს რომანზე უარი უთხრა

104

მსახიობი ბრუკ შილდსი გადაცემას Watch What Happens Live ესტუმრა, სადაც საკმაოდ საინტერესო ფაქტი გაიხსენა. 52 წლის ვარსკვლავის თქმით, 20 წლის წინ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ეფლირტავებოდა და ურთიერთობას სთავაზობდა.

„გადასაღებ მოედანზე ვიყავი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ მან მალევე დამირეკა და მითხრა: „მე მართლაც ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ, იმიტომ, რომ შენ ამერიკის ყველაზე პოპულარული მსახიობი ხარ, მე კი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი. ხალხს ეს მოეწონება“, – გაიხსენა შილდსმა.

მოგვიანებით, 1999 წელს, დონალდმა მომავალი მეუღლე, მელანია კნავსი გაიცნო, რომელთანაც 6 წლის შემდეგ იქორწინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g