LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემმა მამის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ მოიშორა, თუმცა, მისი ნაჩუქარი 300,000 დოლარიანი საათი ადგილზეა – „უძღები შვილის“ ორმაგი სტანდარტი

366
page

ბრუკლინ ბექჰემი ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე გამოჩნდა. მიუხედავად ოჯახში მიმდინარე დაპირისპირებისა და ცოტა ხნის წინ გავრცელებული მკაცრი განცხადებისა, სადაც მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ოჯახთან შერიგებას არ აპირებს, ბრუკლინმა მაჯაზე კვლავ მოირგო საყვარელი საათი.

ეს გახლავთ Patek Philippe Nautilus-ის ვარდისფერი ოქროს საათი, რომლის ღირებულება დაახლოებით 220,000 ფუნტს (300,000 დოლარს) აღწევს. აღსანიშნავია, რომ ეს ძვირადღირებული ნივთი მას 21-ე დაბადების დღეზე მამამ, დევიდ ბექჰემმა აჩუქა.

ბრუკლინ ბექჰემმა მამის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ მოიშორა – მედიაში ფოტოები ვრცელდება

წყვილი რესტორანში ხელჩაკიდებული მივიდა და შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა. ფუფუნება ამით არ დასრულებულა, მათ თან მიიტანეს საკუთარი ღვინო, 1992 წლის Château Margaux, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,200 ფუნტია და ასევე 800 ფუნტიანი, 1989 წლის Château Latour.

ბრუკლინი კლასიკურ თეთრ პერანგსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი, ხოლო ნიკოლამ თეთრი მოკლე ტოპი, დაბალწელიანი ჯინსი და მზის სათვალე მოირგო.

„სამუდამოდ დაგიცავ და მეყვარები!“ – ბრუკლინ ბექჰემის მკაფიო გზავნილი და საბოლოო არჩევანი ცოლსა და დედას შორის

დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ ბებია- ბაბუობისთვის? – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი ბავშვის აყვანას გეგმავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები