LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნო ბალვანერა: EBRD-ი ძალისხმევას არ იშურებს დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც ეროვნული ვალუტის განვითარებას ცდილობენ

119

EBRD-ი ძალისხმევას არ იშურებს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ეროვნული ფულადი ერთეულის განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.

როგორც EBRD-ის მიერ ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბალვანერამ აღნიშნა, მესამე ემისია წინა გამოშვებებისგან ორი განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩევა:

„პირველი ეს არის ის, რომ მას ხუთწლიანი ვადა აქვს, წინა გამოშვებები იყო ორწლიანი. მეორე განსაკუთრებული ნიშანი კი ის არის, რომ ამ ობლიგაციებით ვაჭრობა საჯაროა. ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება მცირე და საშუალო საწარმოების გავნვითარებას იმისათვის, რომ ქვეყანაში დაინერგოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს არის ინოვაციური მიდგომა და და განსაკუთრებული შემთხვევა. თითოეული კუპონი, რომელიც ამ ობლიგაციას უკავშირდება, არის მცურავი. ობლიგაციებს, ისევე როგორც წინ შემთხვევებში Galt & Taggart-ი განათავსებს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობდა ამ გამოშვებაში“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე ემისია განახორციელა. პირველი საჯარო ობლიგაცია ევრობანკმა 17 ივნისს გამოუშვა და მისი მოცულობა 107 მილიონი ლარია. გამოშვება 5-წლიანია და ცვლადპროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიან სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6,45%-ია სადეპოზიტო სერტიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g