ბრუნო მარსი ხმისჩამწერ სტუდიაში დაბრუნდა, რათა მისი მომავალი სოლო პროექტი დაასრულოს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამერიკელი მომღერალი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდებოდა და ,,სთარინგ ჯორჯიას” ისტორიული, მასშტაბური კონცერტების სერიის ერთ-ერთ ჰედლაინერად მოგვევლინებოდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, როგორც სოლო არტისტი ის შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ, მეოთხე სტუდიურ ალბომს გამოუშვებდა.
როგორც ჩანს, 38 წლის მომღერალმა მორიგ ფირფიტაზე მუშაობა განაახლა.

შეგახსენებთ, რომ როგორც სოლო შემსრულებელმა, ბრუნო მარსმა მე-3 სტუდიური ალბომი – 24K Magic, 2016 წლის 18 ნოემბერს გამოუშვა. მისი და Anderson .Paak-ის სუპერდუოს – Silk Sonic დებიუტი 2021-ში შედგა.