LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნო მარსის ახალი ალბომი გამოსაცემად მზადაა

150
photo-collage.png (6)

ბრუნო მარსმა მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობა ოფიციალურად დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად არტისტმა გაავრცელა.

,,ჩემი ალბომი მზადაა” – დაწერა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მომღერალმა, რომელსაც დისკის რელიზის თარიღი და სხვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

მოარული ხმების თანახმად, მუსიკოსი ფორფიტის ლიდ სინგლს უახლოეს დღეებში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბრუნო მარსმა, როგორც სოლო შემსრულებელმა, მე-3 სტუდიური ალბომი – 24K Magic, 2016 წლის 18 ნოემბერს გამოუშვა. 2021-ში ის და Anderson .Paak მსმენელის წინაშე კოლაბორაციული პროექტით – Silk Sonic წარდგნენ, რომელიც დადებითად შეფასდა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მარსის 2024 წლის დუეტები ლედი გაგასა და როზესთანDie with a Smile და Apt., რომლებიც გასული წლის ტოპ ჰიტებად იქცა და არაერთი რეკორდი დაამყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები