LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-ისა და ჰოლზის დუეტის ახალი თიზერი ნახვების 12 მილიონიან ნიშნულს გასცდა (ვიდეო)

189
97890b94597e037c334dc31d5a75e6c9

BTS დიდი პრემიერისთვის ემზადება. 12 აპრილს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ქსელში სამხრეთ კორეული ბენდის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.

Boy with Luv – ასე ჰქვია ლიდ სინგლს, კოლექტივის მომავალი მინი ალბომიდან, Map of the Soul: Persona, რომელიც დღის სინათლეს ამავე რიცხვში იხილავს.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს, რომელიც ჰოლზისთან კოლაბორაციაა, ჯგუფი კლიპთან ერთად შემოგვთავაზებს, რომლის პირველი ოფიციალური თიზერი უკვე 24 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა.

ამასთან, დუეტის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაღვივების მიზნით, სეპტეტმა თაყვანისმცემლებს ვიდეოს მორიგი საიმიჯო რგოლი წარუდგინა, რომელიც გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ნახვების 12 მილიონიან ნიშნულს გასცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები