BTS-ის წევრებმა, RM და შუგა, ახალი სიმღერა – All Night გამოუშვეს, რომელიც Juice Wrld-თან კოლაბორაციაა.
აღსანიშნავია, რომ ბიჭებისა და ამერიკელი რეპერის ნამუშევარი, სამხრეთ კორეული ბენდის უფასო ვიდეოთამაშის – BTS World მესამე სინგლია. სიახლე თამაშის საუნდტრეკ ალბომში შევა, რომლის რელიზი 28 ივნისს შედგება.
ცნობილია, რომ თამაში მსოფლიო მასშტაბით, 26 ივნისს გავრცელდება.
https://www.youtube.com/watch?v=5DEiUYkNZ8I
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, BTS-ის სხვა წევრებმა ზარა ლარსონთან და ჩარლი XCX-თან ითანამშრომლეს.
BTS-მა ვიდეოთამაშის საუნდტრეკებზე ზარა ლარსონთან და ჩარლი XCX-თან ითანამშრომლა (ვიდეო)