LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა ხოტივარის ვაჟი: „თავს როგორ ვაპატიო, არ ვიცი, ვერ ვნახე, ვერც ბოლო სიტყვა გავცვალე, ვერაფერი ვქენი…“

272
lelonews

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი ახლახან კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ლელო, რომელიც თავადაც ხელოვანი, მუსიკოსი გახლავთ და ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ წევრია, გადაცემა „ექიმებთან“, რუსთავი 2“-ზე ამ უდიდესი დანაკარგის შესახებ საუბრობს.

74 წლის ასაკში კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

ლელო ხოტივარი:

„ურთულესი ერთი წელი გავიარეთ ყველამ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ, ვისაც კოვიდმა წაგვართვა ოჯახის წევრები, მე დავკარგე ჩემი უსაყვარლესი მამა, ბუბა ხოტივარი…

მამა ერიდებოდა თავშეყრის ადგილებს, სულ პირბადით დადიოდა ყველგან. ერთ დღესაც მისი უახლოესი მეგობარი კოვიდით გარდაიცვალა და პანაშვიდზე წასვლა გდაწყვიტა. ყველა ვთხოვდით, რომ არ წასულიყო, მაგრამ მითხრა, ბოლო გზაზე ჩემი მეგობარი როგორ არ გავაცილოო და ეს საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდა. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა გამოიწვია მისი ინფიცირება  და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია მკურნალობისთვის. მამას არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. არანაირ გართულებას არ ველოდებოდით. ბოლო სცენარის გადასაღებად ემზადებოდა. ბევრი გეგმა ჰქონდა და სიცოცხლით იყო სავსე. როცა ველაპარაკებოდი, ხუმრობდა, მედპერსონალსაც ეხუმრებოდა, ყურები არ ჩამოუყრია, რომ მორჩა, ბოლო დღეებია. სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, როცა მეუბნებოდნენ, რომ სიტუაცია დამძიმდა. დარწმუნებული ვიყავი, დაბრუნდებოდა. ყველაზე რთული იყო ბოლო დღეები, ექიმმა ჩამოართვა ტელეფონი, ვერანაირი კონტაქტი ვეღარ დავამყარე მამასთან, რადგან მთელი თბილისი ურეკავდა და ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდა ლაპარაკში. თავს როგორ ვაპატიო, არ ვიცი, ვერ ვნახე ადამიანი, ვერც ბოლო სიტყვა გავცვალე, ვერაფერი ვქენი. ამ ვირუსმა, ყველაზე ცუდი რაც გააკეთა, ისაა, რომ ვერ ვემშვიდობებით ადამიანებს, რომელთანაც ბოლო გამომშვიდობება გვინდა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები