LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა

117
ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა. დეპუტატის შეფასებით, ვლადიმირ პუტინი რომელიც საბჭოთა კავშირს გულშემატკივრობს და სიმპატიითაა განწყობილი სტალინის მიმართ, როგორც პოლიტიკოსისადმი, უკრაინაში საშინელებებს სჩადის.

„პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე. მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა. მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე. მას გაფართოება სურდა. პუტინი საშინელ რაღაცებს აკეთებს“, – განაცხადა კიკაბიძემ.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ის, რაც ხდება უკრაინაში, ფილმებშიც კი არ უნახავს.

„ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?! როდესაც აფეთქებენ ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, ენა არ მიბრუნდება პირში“,- განაცხადა კიკაბიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინისთვის გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g