18 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბუბა კიკაბიძის კონცერტი გაიმართება. მომღერალი თავისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებს შეასრულებს. კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობენ ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე.
ბილეთების შეძენა უკვე შეგიძიათ საიტზე tkt.ge, თუმცა ბილეთების მცირე რაოდენობაა ხელმისაწვდომი და ფასი 30 ლარი გახლავთ.