LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BUBI-ის დიზაინერი ია კუნჭულია ახალი კოლექციისთვის ემზადება

185

BUBI მომხმარებელს ხელნაკეთ ნივთებს, საათებს, ასევე ჭიქების და მინის ნივთების მოხატვა-დეკორირებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ია კუნჭულიამ აღნიშნა, მაისის ბოლოს კლიენტებს ახალ კოლექციას შესთავაზებს. მასალად კი, ძირითადად, ვინილის ფირფიტებს, მინას, რკინასა და კერამიკას იყენებს, ასევე ნაჭრებს, რომლითაც გულის ფორმის ბრელოკები მზადდება.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელს პროდუქციის შეძენა 10-40 ლარის ფარგლებში შეუძლია. დიზაინერი ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს, სამომავლოდ კი მაისურებზე ხატვასა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების დამატებასაც გეგმავს.

”2015 წლის თებერვალში იდეა სრულიად სპონტანურად დაიბადა. მეგობრებმა შემომთავაზეს facebook გვერდის შექმნა, რომ სხვებსაც ენახათ, თუ როგორ იცვლის სახეს უბრალო ბოთლი, ჭიქა და სხვა ნაკეთობა. უახლოეს მომავალში მინდა, მაღაზია-სახელოსნო გავხსნა”, – განაცხადა კუნჭულიამ.

BUBI-ს პროდუქციის შეძენა მსურველს facebook-ის გვერდის საშუალებით შეუძლია, შეკვეთის შემდეგ კი სასურველ ნივთს ადგილზე მიტანის სერვისით მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები