LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუჩაში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო ჩემს თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

86
ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი Spiegel-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ბუჩაში მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო მისი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში“.

მისივე განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მას საქაღალდე ფოტოები აჩვენა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ დახვრიტეს რუსმა ოკუპანტებმა მოზარდი ბავშვები.

„ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როდესაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბუჩაში მაჩვენა საქაღალდე ფოტოებით, მათ შორის პატარა ბავშვი, რომელიც აშკარად დახვრიტეს სარდაფის კიბეებზე და 16 წლის მოზარდი მოკლული. ერთი გასროლა მკერდზე. ამბობს, რომ ახლა შეუძლებელია პუტინთან შეთანხმება. როდესაც საუბარია ბავშვების განადგურებაზე“, – თქვა ბერბოკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები