„გიგა ბოკერია, რომელიც პარლამენტს არაფრად აგდებს და მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს მთელ დეპუტაციას, დაკავებულია საკრებულოებში გამოძიების ჩატარებით და ამ თემას ბრიფინგებს უძღვნის – საიდან სადამდე“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოში“ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოებს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია.
„მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. თუ შინაარსობრივი ნაწილი გაინტერესებთ ბუნებრივია, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს ვგულისხმობ, საკრებულოების ადგილობრივ ხელმძღვანელებს, ნებისმიერ თქვენს შეკითხვას სიამოვნებით გასცემს პასუხს,“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.