LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაში დამალული ცხრა კილოგრამი “ჰაშიშის” საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

108

ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლე მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.

ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არათუ დამნაშავე, არამედ მსხვერპლია.

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სიტუაცია გარკვეულწილად კურიოზულია რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნარკოტიკების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, გიორგი კიკვალიშვილს რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაცნობილი მეგობარი დაუკავშირდა, რა დროსაც მას უთხრა, რომ საქართველოში აგზავნიდა ამანათს.

“გიორგი კიკვალიშვილს მეგობარმა სთხოვა, რომ გამოეტანა და რამდენიმე დღით შეენახა, მოგვიანებით კი ამ ნივთს თავად ან სხვა მეგობარი წაიღებდა. აღნიშნული კონტაქტი კი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხდებოდა”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 1992 წელს დაბადებული გიორგი კიკვალიშვილი ამანათების საერთაშორისო კომპანია DHL-ის ოფისთან 12 აპრილს დააკავეს. 9 კილოგრამამდე „ჰაშიში“ ქანდაკებებში იყო მოთავსებული და ის გერმანიის გავლით ნეპალიდან გამოიგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g