დღეს, 14 ივნისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად იხსნება.
ისტორიული მომენტისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ნაკრები მეტოქესთან შესახვედრად მზად არის და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს:
„ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ, როგორც იქნა! ყველანი მზად ვართ და 18-ში მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდეს შეხვედრა“, – წერს ბუდუ ზივზივაძე.
🗣️ ბუდუ: ❤️🇬🇪 ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ, როგორც იქნა! ყველანი მზად ვართ და 18-ში მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდეს შეხვედრა
Posted by ბუდუ ზივზივაძე • Budu Zivzivadze on პარასკევი, 14 ივნისი, 2024
ცნობისათვის, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მინიმუმ, სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.