LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ – მაისურის წინა მხარეს გერბი გვახატია, უკანა მხარეს კი გვარები გვაწერია“ – ბუდუ ზივზივაძის შემართება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე

201
ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიული მომენტისთვის, ევროპის ჩემპიონატზე პირველად წარსადგენად ემზადება – ფეხბურთელები უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში, სადაც ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს.

გერმანიაში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა „ეროვნულ ნაკრებთან“ ინტერვიუებში საკუთარ ემოციებზე, საბრძოლო შემართებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

„ვიაზრებთ, თუ რამხელა ჩემპიონატზე ვითამაშებთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალური შედეგი დავაფიქსიროთ.

ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ [მაისურის] წინა მხარეს გერბი გვახატია და უკანა მხარეს ჩვენი გვარი გვაწერია – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ“, – ამბობს ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ინტერვიუში.

🇬🇪"ჩვენი დროშისთვის და გერბისთვის ვთამაშობთ" – ბუდუ ზივზივაძე 🎬 სრული ინტერვიუ – bit.ly/4ccOREt

Posted by ეროვნული ნაკრები on კვირა, 09 ივნისი, 2024

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: ეროვნული ნაკრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები