LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდუ ზივზივაძე: თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ

419
ბუდუ

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ.

„საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე. ამდენი დროშა და ფორმა, ხალხი, დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ [გულშემატკივარს] პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში.

კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, რადგან თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან. ვითამაშებთ პლეოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი, დიდი სიხარული მოვუტანოთ.

დანარჩენი, 26-ში მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტია ჩემპიონატის. თუმცა, ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს და გვსურს, ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ” – თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები