LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბუები” ანუ ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან, უფრო კრეატიულები არიან – ნევროლოგი მარინე ჯანელიძე

525
marinejanelidze

ნევროლოგი მარინე ჯანელიძე იმ ადამიანებზე საუბრობს, ვისაც ჩაძინება უჭირს. ექიმი რეკომენდაციების სერიას გვაძლევს, როგორ მოვერიოთ ამ პრობლემას:

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც განსხვავებული ბიოლოგიური რითმი აქვთ. კვლევებით არის დადგენილი, რომ ,,ბუები” (ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ და გვიან დგებიან) უფრო კრეატიულები არიან.

ძალიან აქტიური, ზღვარგადასული ფიზიკური დატვირთვა ძილის წინ არ არის რეკომენდებული. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერი, ძილის ჰიგიენა, ერთსა და იმავე დროს დაწოლა, დაძინებამდე სიმშვიდეში ყოფნა . ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლებიც ამარტივებს ჩაძინებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ძილის წინ ასევე არ უნდა მოწიოს ადამიანმა სიგარეტი (ზოგადად, არ უნდა მოწიოს, მაგრამ განსაკუთრებით ძილის წინ), ნიკოტინი ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ასევე ალკოჰოლის და მძიმე საკვების დიდი რაოდენობით მიღება არ არის კარგი. ძილთან მეტ-ნაკლებად რელაქსირებულები უნდა მივიდეთ. ეს არის ზოგადი რჩევები,” – ამბობს მარინე ჯანელიძე „პოსტ ალიონის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები