კომპანია Bugatti-მ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში ჰიპერქარი Chiron-ის წარმოება დასრულდება. თავიდან მოდელის 500 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა. დღესდღეობით მხოლოდ 40-მდე სპორტქარის შეკვეთაა შესაძლებელი და მოდელთა ვარიაცია ასე გამოიყურება – Chiron Sport და Chiron super sport.
ჰიპერქარი Bugatti Chiron ფართო საზოგადოებამ 2016 წელს ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში იხილა. მოდელმა მაშინ უკვე საკულტო Veyron ჩაანაცვლა. პრეზენტაციის მომენტშივე ნათელი გახდა, რომ Chiron მყიდველთა ფავორიტი გახდებოდა და პირველ რამდენიმე თვეში ბრენდმა 300-მდე შეკვეთაც მიიღო.
პირველი ჰიპერქარი კლიენტამდე 2017 წლის გაზაფხულზე მივიდა, თუმცა მთელი შეკვეთის შესასრულებლად ბრენდს ლამის 4 წელი დასჭირდა. პანდემიამ სიტუაცია ძალიან გაართულა და ბრენდს ბოლო 40 მოდელი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. სწორედ ამიტომ, ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია.